დასტა რექორდს მენეჯმენტმა ახლახანს დაასრულა სკანირების პროექტი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან, რომელიც წარმოადგენს მაუწყებლობისა და ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელ ორგანოს.
პროექტის ფარგლებში დასკანერდა კომისიის არქივი და განთავსდა კლიენტზე მორგებულ M-Files-ის ელექტრონულ სისტემაში, რომელიც უზრუნველყოფს დოკუმენტების ეფექტურ და თანამედროვე მენეჯმენტს.
დასტამ კომისია უზრუნველყო, როგორც სკანირებით, ასევე პროგრამული მხარდაჭერით. ჩვენმა სკანირების დეპარტამენტის პროფესიონალთა გუნდმა თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით მოახდინა ასობით ათასი გვერდის ციფრულ ფორმატში გადაყვანა და ელექტრონული დოკუმენტების კატეგორიზაცია. M-Files-ის მიწოდება განხორციელდა როგორც დასტას პროფესიონალთა გუნდის, ისე კომისიის დატრენინგებული თანამშრომლების ჩართულობით.M-Files-ის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით, კომისიის თანამშრომლებს საშუალება აქვთ მარტივად მოიძიონ ელექტრონული დოკუმენტები. პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.drm.ge/m-files/