ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით შესაძლებელი ხდება არქივის აუთსორსინგი
2019 წლის 17 აპრილს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მიიღო ახალი რეგულაცია, რომლის თანახმადაც სამედიცინო დაწესებულებებს უფლება ეძლევათ შეინახონ მათ ხელთ არსებული დოკუმენტაცია კერძო არქივებში და, ამავდროულად, უქმდება წინა ბრძანება, რომელიც მათ ავალდებულებდა დოკუმენტაცია შეენახათ საკუთარ შენობაში. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ეროვნულ არქივსა და იუსტიციის სამინისტროს შორის კონსულტაციების შედეგად.
“მოხარული ვართ, რომ სამინისტრო აცნობიერებს რეალურ სარგებელს, რაც ჩვენი სერვისებით შეგვიძლია შევთავაზოთ სამედიცინო დაწესებულებებს“ – ამბობს „დასტა რექორდს მენეჯმენტის“ დირექტორი დაან ჰარმსენი. „ჩვენ უზარმაზარი, გრძელვადიანი სარგებელი მოვუტანეთ საქართველოს ეკონომიკის რამდენიმე უმნიშვნელოვანეს სექტორს, მათ შორის ფინანსურ, კომუნალურ, არასამთავრობო, საცალო, ფარმაცევტულ, სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესის სექტორებს. ველით, რომ ასეთივე სარგებელს მოვუტანთ სამედიცინო ინდუსტრიას“.